“ფუ შენი...” - დაპირისპირება გვარამიასა და ჟორჟოლიანს შორის
საქართველო, 25 დეკემბერი,
საქინფორმი. მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა
(ვიდეო იხ. აქ). ერთმანეთს დეპუტატი
გია ჟორჟოლიანი და ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ.
პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. დებატები მოჰყვა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან.