საზოგადოება
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია "თავისუფალი საქართველო“-დან წერილობით აცნობეს, „თბილისში ახალი ტელევიზია TV 8 იხსნება. ეს იქნება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანია, ამ ეტაპზე არხის ტექნიკური რებრენდინგი მიმდინარეობს. არხის დამფუძნებელია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია, დირექტორი - რაულ ქირია" .
ამ ინფორმაციას მიხეილ ხუბუტია თავის „Facebook” - გვერდზე შემდეგნაირად პასუხობს:
„ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, დაწყევლილი იყოს! თუ სიმართლე იყოს, მე და ჩემი ოჯახი იყოს დაწყველილი!“...