აქტუალური
მაია ცქიტიშვილი: „მთავრობა სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა მხარის პოზიციას კაზრეთის საკითხის გარშემო და შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე მიიღებს“

CkitiSv-aqtual-2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა RMG GOLD-ის თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კომპანიაში დასაქმებულ პირებთან და კაზრეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და RMG GOLD-ის  თანამშრომელთა პოზიციაც მოისმინა.

მათი ინფორმაციით,  სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონს მათი ოჯახების საარსებო წყარო არ უნდა შეეწიროს.