აქტუალური
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა

Zosime-aqt-1-rel-1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ეკუმენიზმზე და სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან დამოკიდებულებაზე.
"ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერიეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესები, მათთან ურთიერთობები და .." - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მისივე თქმით, არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხის განხილვა სხდომაზე გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, არქმანდრიტი დიმიტრი ჰერეთის ეპისკოპოსად უნდა ეკურთხათ.