საზოგადოება
,,საყოველთაოდ აღიარებულ” ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა დარასელიამ კბილებით დაიცვა ინგლისურის ე.წ. მასწავლებელი თომას ფლეთჩერი, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა თანამდებობის დატოვებას.
გავრცელებული ვერსიით, ხათუნა დარასელიას გათავისუფლების მიზეზი მის მიერ რვა მასწავლებლის მოხსნა გახდა, ასევე ,,ქართული პარტიის” ზუგდიდელი ლიდერის - კახა მიქაიას ხელში აღმოჩენილი სურათები, რომლებზეც ხათუნა დარასელიასთან ერთად აღბეჭდილი არიან ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აზა ჯოჯუა, თომას ფლეთჩერი და მინისტრი დიმიტრი შაშკინი.