პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება“
Ministerstvo-polit-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული არასამთავრობო სექტორი და რეფორმა გამჭვირვალედ წარიმართება. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მოწოდებებს თავდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ვფიქრობ ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც, რომელიც კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს, ვინაიდან 3 ათასი ოჯახის უმუშევრად დატოვება უპასუხისმგებლობა და ღალატია.