„დღეს ახალ ამბებს ვუსმენდი და ვხედავდი, რა ბედნიერი იყო ეს თვითკმაყოფილი ხალხი იმით, რომ თითქოსდა რუსეთის ნგრევას მიაღწიეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ბოლოსდაბოლოს რუსეთი გატყდა და მალე ამერიკის ვასალ სახელმწიფოდ იქცევა". ვუსმენდი ამ აბდაუბდას და ვფიქრობდი: „როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ამდენად სულელები იყვნენ?“ თუმცა ისინი მართლაც სულელები არიან და არიან ვაშინგტონშიც.
დავუშვათ, რუსეთის მთავრობა აცხადებს: „რუბლზე შეტევა პოლიტიკური იყო და თქვენ იერიშს ახორციელებთ რუბლზე, გვიქმნით პრობლემებს და ახლა ჩვენ აღარ გამოგიგზავნით ჩვენი ვალის მორიგ ტრანშს, რომელიც 2015 წლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო“.
ევროპის საბანკო სისტემა ჩამოინგრევა, იმიტომ, რომ მათი ბანკები კატასტროფულად არაკაპიტალიზებულია. ზოგ მათგანს კრედიტი აქვს რუსეთში, რაც მთელი მათი ძირითადი კაპიტალის ტოლია. ამგვარად, რუსებს არც კი სჭირდებათ დეფოლტის გამოცხადება, შეუძლიათ უბრალოდ თქვან: „ჩვენ არ ვაპირებთ წლეულს გადაგიხადოთ, ამას მოგვიანებით გავაკეთებთ, როცა რუბლი დასტაბილურდება“.
...მთელი დასავლური სისტემა ბანქოს სახლს წარმოადგენს. ბაზრით მანიპულირების გარდა ის არაფერზეა დაფუძნებული და სრულებით უმნიშვნელო ბიძგი სჭირდება, რათა მთელი ეს სისტემა ჩამოიშალოს. როცა რუსები გაცეცხლდებიან, შეუძლიათ გამოიძახონ ევროპული მთავრობები და განაცხადონ: „მეტად აღარ მივყიდით ბუნებრივ გაზს ან ენერგიის ნებისმიერ სხვა ფორმას ნატოს წევრებს“. ამას კი შედეგად მოჰყვება ნატოს სრული და საბოლოო კრახი!
ამიტომ, როცა რუსებს ნატოს განადგურება დასჭირდებათ, უბრალოდ დაურეკავენ მარიონეტ მერკელს, მარიონეტ ოლანდს, მარიონეტ კემერონს და ეტყვიან: „თქვენ ძალიან მოგწონთ ნატოში ყოფნა, მაგრამ ნება გვიბოძეთ გითხრათ, რომ მეტად აღარ მივყიდით ენერგიას ნატოს წევრებს“. ეს ნატოს დასასრული და ამერიკის ხელისუფლების კუბოზე წაყრილი მიწა იქნება“!