სამართალი
საქართველოს შსს-ს თურქეთის შსს-ს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის დელეგაცია ეწვია

Turcia-samart-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, მიგრაციის დეპარტამენტისა და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკის შსს-ს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს გენერალური დირექტორატის სტრუქტურისა და კომპეტენციის, თურქეთის რესპუბლიკის უცხოელებისა და მათი საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის და ადამიანით უკანონო ვაჭრობის სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს ქართული და თურქული სამსახურების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის პროგრამები.