აქტუალური
არჩილ კბილაშვილი: “მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს”

arCi-aqtual-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ - "საქართველოს ევროპული არჩევანი" პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართა.

როგორც არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, მთავარი პროკურორის გათავისუფლება იმპიჩმენტის პროცედურით უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს წევრისათვის.

"ხოლო რაც შეეხება რიგით პროკურორს, იქ არის დისციპლინური წარმოების წესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როდესაც რიგითი პროკურორი არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორის შეხედულების მსხვერპლი... უნდა შეიქმნას საბჭო, დისციპლინური, კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს საჩივარს, სადაც პროკურორს უფლება ექნება, დაიცვას თავის თავი",-განაცხადა კბილაშვილმა.