აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტს და განიხილავს მას, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ მიმართულ აქტს

Doc-aqtual-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-სა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ''ხელშეკრულების'' პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

.. „ხელშეკრულების" პროექტი ითვალისწინებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ისეთი უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, როგორიცაა: შეთანხმებულიშიდა" დასაგარეო" პოლიტიკის განხორციელება; რუსეთის ფედერაციის მიერ .. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის .. „საზღვრის" დაცვა; .. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების" რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და ფედერალური უშიშროების სამსახურების სისტემის შემადგენელ ნაწილად ფორმირება; .. „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე" არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების გაუქმება და პირთა თავისუფალი გადაადგილება; ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის საბაჟო ორგანოების რუსეთის ფედერაციის საბაჟო სტრუქტურებთან შერწყმა; ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, ასევე .. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" „კანონმდებლობის" რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან უნიფიცირება ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით“.