პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ლიდერებს შეხვდა

Lustracia-polit-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო. გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლების პოზიცია მოისმინა აღნიშნულ თემაზე და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე. დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ასევე უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა ირინე იმერლიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ, ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ და პრეზიდენტის მრჩევლებმა გიორგი აბაშიშვილმა და თენგიზ ფხალაძემ.