უცხოეთი
ჩინეთი რუსეთს ეკონომიკაში სირთულეებთან გამკლავებაში დახმარებას დაჰპირდა

kitai-zar-3საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ჩინეთი მზადაა რუსეთს იმ ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს, რომლებიც ქვეყანას ბოლო ხანს გაუჩნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაინ იმ განუცხადა.

თუ რუსეთის მხარეს დასჭირდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აუცილებელი დახმარებით უზრუნველვყოფთ“, - ციტირებს ვან ის სიტყვებს China Daily.

ამავდროულად, ვან იმ აღნიშნა, რომ „რუსეთს შესწევს უნარი და აქვს სიბრძნე, რათა გადალახოს არსებული სირთულეები ეკონომიკურ სიტუაციაში“.

ჩინეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერენ და ეხმარებიან ერთმანეთს.