უცხოეთი
„იურიდიული პროცედურა დასრულებულია. ახლა სადღესასწაულო პროცედურა დაიწყება”, – ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს მომღერალმა. ქორწინების ცერემონია ლონდონის მახლობლად, უინძორის მამულში გაიმართა.
ჯონი და ფერნიში უკვე 20 წელზე მეტია ერთად არიან. 2005 წელს მათ აღნიშნეს ქორწინება, მაგრამ ვინაიდან მაშინ ინგლისში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით იყო აკრძალული, აქამდე მათ ურთიერთობას იურიდიული ძალა არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს მშობლები გამხდარიყვნენ და ახლა სუროგატი დედისგან გაჩენილ ორ ბიჭუნას ზრდიან.
ელტონ ჯონმა და დევიდ ფერნიშმა ქორწინებისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყეს, როცა ინგლისში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი იქნა მიღებული, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისთვის ერთგულება 21 დეკემბერს შეეფიცათ.