სამართალი
მამულაშვილის თქმით, ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.