სამართალი
შს მინისტრის მოადგილე სოფელ წითელუბანსა და კირბალში უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს ესტუმრა

zam-samart-1საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შალვა ენუქიძესთან ერთად, სოფელ წითელუბანსა და კირბალში, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ვასილ ხიდაშელის და ალექსანდრე შიუკაშვილის ოჯახებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე შიუკაშვილის ოთხი მცირეწლოვანი შვილიც მოინახულა და ოჯახის წევრებს ტკბილეული, პროდუქტი გადასცა და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი უსურვა.

ვასილ ხიდაშელი და ალექსანდრე შიუკაშვილი 20 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზის საშუალებით ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თალაკვაძემ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს განუცხადა, რომ შსს და პირადად მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არიან ჩართული.