აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“: პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია”

Kaxa-aqtual-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერდ, ნათქვამია:
„ვლადიმერ პუტინმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაიწყოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა ამისა ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს.

პრეზიდენტმა პუტინმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს გაიწვიოს აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება, თუმცა თუ საქართველო მოილაპარაკებს აფხაზებთან და ოსებთან რაიმე ახალ პოლიტიკურ ფორმაზე (მაგ: კონფედერაციაზე), რუსეთი ამისი წინააღმდეგი არ იქნება.

ეს არის ერთადერთი, უნიკალური და შეიძლება უკანასკნელი შანსი, რომ დაიწყოს აფხაზეთის და ცხინვალის ეტაპობრივი რეინტეგრაციის პროცესი.

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს უკვე მეოთხედ სთავაზობს პირდაპირ დიალოგს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ივანიშვილის გუნდის უმთავრესი დაპირება რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება იყო, ღარიბაშვილის მთავრობა ჯიუტად უკეთებს იგნორირებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს.

ჩვენი ქვეყნის მარიონეტულ რეჟიმს ეშინია ამითი არ გაანაწყენოს დასავლეთის რეაქციული წრეები და საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ რეჟიმს, ხოლო საქართველოს ეროვნული ინტერესები არად ანაღვლებს.

გასაგებია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი თავის ქმედებებში არ არის დამოუკიდებელი და მისი ყველა გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის მიერ არის ნაკარნახევი. ამიტომ მოვუწოდებთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზება და დაიწყოს რუსეთთან დიალოგის პროცესი“.