აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია

liCni-aqtual-1საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.

ქართველი სამხედროები, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ასეული როტაციის წესით ერთ-ერთ გერმანულ დანაყოფს ჩაანაცვლებს.

IV მექანიზირებული ბრიგადის ასეულმა საქართველოში 13 კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.