სამართალი
ქართველები უკრაინაში: „საქართველოში ადეიშვილის გვეშინოდა და უკრაინაშიც მისი უნდა გვეშინოდეს“

pravo-2-an-7საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, პოროშენკოს ხელისუფლების საკვაძო ფიგურა ხდება.
ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ადეიშვილი უახლოეს დღეებში დაასრულებს კანონპროექტებს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განიხილავს და დასამტკიცებლად რადას წარუდგენს. ასევე დამტკიცდება კანონი ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობის შესახებ, რომელზე ადეიშვილი მუშაობს.

როგორც სააგენტოს ადეიშვილთან დაახლოებულმა პერსონამ განუცხადა, კიევში მოღვაწე ქართველი ჩინოვნიკები ხუმრობენ კიდეც - საქართველოში ადეიშვილის გვეშინოდა და უკრაინაშიც მისი უნდა გვეშინოდეს".

ეს ხუმრობა უკვე დადასტურებულ ფაქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სტრუქტურის შექმნის თაობაზე პარლამენტის თანხმობის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შეფის პოსტს დაიკავებს.

პოროშენკოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია. იგი ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად არ არის მოსული - მას საკმარისი ქონება გააჩნია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი უკრაინისგან რეფორმებს ითხოვს, მას არ აქვს დიდი დრო ექსპერიმენტებისთვის. ამიტომ ცალკეულ საკვანძო მიმართულებებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის საკითხში - გამოცდილ კადრებს ჩააბარებს. ადეიშვილი კი ამ საქმეში მართლაც შეუცვლელი ფიგურაა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" თანამოსაუბრემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იმედოვნებენ, რომ ადეიშვილი უახლოეს პერიოდში შეძლებს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ექსხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკა ზღულაძემ, ალექსანდრე კვიტაშვილმა, ეკა ტყეშელაშვილმა და გია გეწაძემ უკვე მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა. ზღულაძე - უკრაინის შსს მინისტრის მოადგილედ, ხოლო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნენ.