სამართალი
გიორგი ბარამიძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლები მოინახულა

pravo-1-an-4საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„დღეს მქონდა პატივი და ბედნიერება, უკრაინის (და ამავდროულად საქართველოსა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის) თავისუფლებისთვის მებრძოლები მომენახულებინა ფრონტის წინა ხაზზე და პირადად გამომეხატა ჩემი და ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის თანადგომა და სოლიდარობა უკრაინაში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის, რომელთა შორის ქართველი ვაჟკაცებიც არიან", - წერს ის თავის ფეისბუქ-გვერდზე და პოსტს მოგზაურობის ამსახველ ფოტოებსაც ურთავს.