აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

aqtual-1საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პოლიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით კი, გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია და დევნილების უპირობო დაბრუნება იქნება.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ახალი მემარჯვენეების“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „მემარცხენე ალიანსის“, „საქართველოს გზის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტის“, „სამოქალაქო ალიანსისადა ევროპული დემოკრატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლოეს დღეებში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრასაც გეგმავს.