საზოგადოება
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ეკა ზღულაძე (ამჟამად პატიმრობაში მყოფი საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის ყოფილი პირველი მოადგილე) უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგლედ დანიშნა. ამის შესახებ სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება. „ახლახან მინისტრთა კაბინეტმა ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა, ზღულაძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის გაცნობიერებული არჩევანია და არა ავანტიურიზმი“, - დაწერა მან.