საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი საყდრისი!“

sazog-2საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, რომლებმაც საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პოზიცის გამოხატვა საჭიროდ მიიჩნია.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში...

ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.

...ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა“, - ნათქვამია, კერძოდ, მარგველაშვილის განცხადებაში.