ბიძინა ივანიშვილი: „რას მიკეთებთ, რას ჰგავს თქვენი საქციელი!“
საქართველო, 22 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა, როცა ევროპარლამენტში
მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესახებ შეიტყო. ამის შესახებ გაზეთი „
ალია“ წერს.
„რას მიკეთებთ, რას ჰგავს თქვენი საქციელი, თქვენი არაკომპეტენტურობისა და უნიათობის ბრალია ის, რომ გაბედა სააკაშვილმა იქ დასწრება. რატომ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტს, სიტყვით გამოსულიყო, ვინ მოამზადა ეს ვიზიტი? - იყო ბიძინა ივანიშვილისგან დასმული კითხვები, რომელზეც პასუხი ძალიან ბევრს არ აქვს“,- წერს „ალია“.