პუბლიკაციები
ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოციაციის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

1-ReSenie-zar-1-anსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 490 დეპუტატმა. ევროპის პარლამენტმა დღეს საქართველოსთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - იუწყება „რადიო თავისუფლება“.

ამ გადაწყვეტილებას ხამ მისცა 490 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 76 და თავის შეიკავა 57-მა.

დოკუმენტის რატიფიკაციას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეღთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატი - საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

ამასთან, ხელმოწერას ესწრებოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანმა პარტიამ - ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.

ევროპასთან საქართველოს ასოციაციის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანაში დაიწყო, რომელიც დღეს შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია სამშობლოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ასოციაციის შესახებ შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერეს. საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.