პუბლიკაციები
„აგენტების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე…“ - ნინო ქართველიშვილი სპეციალურად „საქინფორმისთვის“

1-agentebi-anal-1-GEOსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ღირსება ადამიანის ის თვისებაა, რომელსაც ის ადამიანად დაბადების გამო იძენს. „ღირსებასა და პატივს“ კი, რომელიც მორალური კატეგორიებია -ეთიკის საგანი სწავლობს.  თუ ღირსება ადამიანს დაბადებიდან ენიჭება, პატივი- პიროვნების განვლილი ცხოვრების გზა და მის მიერ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, (სამშობლოსთვის, ერისთვის, სარწმუნოებისთვის, მეცნიერებისთვის, მწერლობისთვის) გაწეული პიროვნული დამსახურებაა. „მორალი“ კი, მოგეხსნებათ, იგივე  ზნეობაა.  დღევანდელ „დემოკრატიულ სამყაროში“   სხვადასხვა (ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამსახურეობრივ, მოსამართლეთა, იურიდიულ, სამსახურეობრივ და სხვა) ეთიკაზე აპელირება დამკვიდრდა. თუმცა, სად გაგონილა ეთიკაზე მორალის(ზნეობის) გარეშე საუბარი?! არადა, სწორედ ამ „მორალს“ გაურბის ყველა ის ორგანიზცია, თუ „ცნობადი“, ვინც საზოგადოებას ასე დაჟინებით მიუთითებს ამა თუ იმ პიროვნების მიმართ  „ეთიკის“ დაცვაზე.

მორალის (ზნეობის) აღიარებული „ოქროსს წესი“, რომელსაც ოდითგან ცივილიზებული სამყაროს ყველა ფილოსფიური თუ რელიგიური მიმდინარეობა მისდევდა,   გულისხმობს პრინციპს: „მოექცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს რომ მოგექცნენ“.  არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული  „ენჯეოები“ და მათი თანამოაზრე „ცნობადები“, (სხვადასხვა ქარტიებისა და გაერთიანებების წევრები) სხვების მიმართ მხოლოდ ისე იქცევიან, როგორც მათ  აწყობთ და  გრანტებით დამფინასებელი ავალებთ. ამგვარი ორგანიზაციებისა და „სახეების გაცნობადებაზეც“ ტელევიზიები „თავგადაკლუნი მუშაობენ“.  23-ე წელია, მხოლოდ „სხვებს არიგებენ  ჭკუას და რეკომანდაციებს იძლევიან“. ეს სწორედ ის  23 წელია, რა დროსაც  დაინგრა და გაცამტვერდა ქართული სახელმწიფოებრიობა. წლებია იმას გვიმტკიცებენ, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის  აშენებას და ადამიანის უფლებების დაცვას“  ემსახურებიან?! „დემოკრატია“  კი (შინაარსით)- „დემოსის“, ხალხის მმართველობას გულისხმობს.  ე.ი. უმრავლესობის- ქართული საზოგადოების უმცირესობაზე ბატონობას (იქნება ეს სექსუალური, ერთნიკური, თუ რელიგიური). არადა, რატომღაც, „ენჯეოებს“ და მათ საერთაშორისო ლობისტებს საპირისპირო გამოსდით-„უმცირესობის (თანაც აგრესიულის)  უმრავლეოსბაზე ბატონობა“ ?!

ყველა ქვეყნის  მედიკოსთათვის ცნობილია, რომ ე.წ. „სექსუალური უმცირესობები“  ბუნებაში   მხოლოდ 5%-ი იბადებიან. „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის“  თვალსაზრისით, ისინი საზოგადოების  სრულფასოვანი წევრები არიან.  იგივე უფლებებით უნდა სარგებლობენ, როგორითაც უნარშეზღუდული, ხეიბარი, დაუნის სინდრომით თუ კიდევ სხვა დაავადებების მოქნე ადამიანები. საზოგადოებაც ამაში ერთსულოვანია.  „სექსუალური უმცირესობების“ წარმომადგენელი პირებიც ყოველთვის იბადებოდნენ და დაიბადებიან. იგივე სერგო ფარაჯანოვი, ვახტანგ ჭაბუკიანი, იურა ზარეცკი და ბევრი სხვა. ქართული საზოგადოება მათ იცნობდა, როგორც ნიჭიერ  ხელვანებსა და პროფესიონალებს და „ორიენტაციის“ გამო, მათთვის, არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა - არავის მიუყენებია?! ე.ი. სანამ ყბადაღებული „დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე“ ჩვენთან  საუბარი მოდაში შემოვიდოდა- საზოგადოებას არანაირი აგერესია  უმცირესობების მიმართ არ ჰქონდა!

სწორედ ეთიკისა და მორალის(ზნეობის) თვალსაზრისით, ასეთი ურთერთობები საზოგადოებაში უზნეობად ითვლებოდა! ოღონდ,  მის პროპაგანდაში ადრე არც გრანტს იძლეოდნენ, არც კარგ სამსახურსა და არც კანონი  (ანტიდისკრიმინაციურლი) იცავდა მათ. არც ასეთი მიდრეკილებების აფიშირებას ახდენდა ვინმე?! საზოგადოებაშიც, აგრესია, (ასეთის არებობის შემთხვევაში) მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გრანტებით დაფინასებულ „ენჯეოთა“ და „ცნობადთა“მიერ, ამგვარი უმცირესობის  „ჩაგრულად და დისკრიმინირებულად წარმოჩენა“, ტელე-ეთერით პროპაგანდა  დაიწყო. ბუნებრივია, საზოგადოება, რომელიც სააუკუნეების მანძილზე სრულიად სხვა ღირებულებებსა და ტრადიციებზე აღიზარდა- „ამგვარ ფასეულობებს“ შინაგანი აგრესიით შეხვდებოდა. („ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ატენიდნენო“!) კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევდა და გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, მისი (საზოგადოების) მიზანმიმართულად „გადაკეთებისა“ და მისგან „ახალი ადამიანის შექმნის“ მცდელობა! იგივე შეიძლება ითქვას „რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც. რომელთა მიმართაც, ტრადიციულად, ისეთივე შემწყნარებლური,( ტოლერანტული) დამოკიდებულება იყო, როგორც ე.წ. „სექსუალური უმცირესობების“  მიმართ.   „სექსუალური უმცირესობის“ 5%-ი კი არც ისე ბევრია, როგორც მისი წარმოჩენა ამ თემის ლობისტ „ენჯეოებსა და ცნობადებს“ სურთ. ამიტომ,  ამ დროს უმუშევარი და მშიერი ადამიანების, (განსაკუთრებით ახალგაზრდების) „მათ ჭკუაზე და ზნეზე მოქცევა“ ხდება საჭირო. დღეს უკვე ამის ბევრი შესაძლებლობა არსებობს:

1) „ენჯეოების და ცნობადების“ მიერ,  ტელე-გადაცემებისა და ფილმების  მეშვეობით, ახლაგაზრდებისთვის  არატრადიციული ურთერთობების „დემოკრატიად და ევროპულ ღირებულებებად“ შესაღება!

2) ახლა უკვე  „ანტიდისკრიმინაციული კანონით“ დაცვაც!

3)დასავლეთის დონორი ორგანიზაციებისგან  მილიონობით დოლარის გრანტის მიღება და არხეინად ცხოვრება!

4) სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებზე ნარკოტიკით გაბრუებული ახალგაზრდების შეცდენა (ცდუნება). ოთხ კედელში მომწყვდეული პატიმრის ძალით გაუპატიურება და  გადაღებული კარებით დაშანტაჟება-  ქვეყნის მომავლის „ახალ ჭკუაზე მოქცევის“ ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია! არასრულწლოვანის შეცდენისთვის (გაუპატიურების, ან ამის მცდელობისთვის, ქმედების  პროვოცირებისა და აგიტაციისთვის) სრულწლოვან ადამიანს კანონი სჯის. იგივე პაუსხი კი, კანონით  არ მოეთხოვება  „ენჯეოებისა“ და  ცნობადების“ იმ  სრულწლოვან წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოებაში ასეთი ურთერთობების აგიტაციიის აკრძალვის მოთხოვნის ნაცვლად- მის ყველანაირ ხელშეწყობას ეწევიან?! რაც მთავარია, ასეთი ახალგაზრდა „კარგი ევროპელი და გამოსული ტიპიც“ ხდება მავანთა თვალში.

„უმცირესობაში“ მყოფ პირთა მიმართებაში დაწყებული აჟიოტაჟი და ისტერია- ხელოვნურია!!!  ე.წ. (აგრესიულ) „ლიბერალურ ფრთას“ ეს  მისთვის სჭირდება, რომ შემდგომ, „ქსენოფობიაში ბრალდებული“ საზოგადოებისა და ცალკეული პირების მიმართ, (მათივე მოთხოვნით) „სადამსჯელო სანქციები“ დაწესდეს!  „დიკრიმინაციის თემის“ ხელოვნურად   შემქნელნი კი, ის „ენჯეოები“ და „გრანტოსანი ცნობადები“  არიან- ვინც  უცხოეთიდან მილიონობით დოლარით ფინასდებიან! „ოდიოზურად, ქსენოფობებად და დესტრუქციულებად შერაცხული“ ადამიანები, როგორც „არაევროპულად მოაზროვნე ჩამორჩენილნი“- უნდა გაირიყონ და შეურაცხადად გამოცხადდნენ! ეს ახალგაზდებისთვისაც, „ კარიერული წარმატების მიღწევის“  მაგალითად უნდა იქცეს!  ათეული წლებია, ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემა და „უმცირესობების“
თემით  სპეკულაცია ადვილად მოგვარდებოდა (ე.წ. „მოგავრებადია“.) რომ არა ტელევიზიების მხრიდან (რეიტინგის აწევის მიზნით, თუ „მავათა“  დავალებით) ამ თემის პროპაგანდა- ხელშეწყობა. ქართული საზოგადოება ახლაც იგნორირებას გაუკეთებდა ამ თემას. ისევე, როგორც არც მანამდე ინტერესდებოდა „სხვისი ბინძური საცვლებისა და სარეცელის პრობლემებით“, მაგრამ მედია არ ასვენებენ საზოგადოებას. გამუდმებით ამ თემის პედალირებას ახდენენ. უცხო ქვეყნებიდან დაფინასებული „ენჯეოები და ცნობად-გრანტოსნები“ კი, ასეთი გადაცემების მუდმივად სასურველი სტუმრები არიან. ტელევიზიებისგან იგნორირების შემთხვევაში, „არასამთავრობო  ენჯეოებისა და ცნობადების მთელი არმია“ დარჩებოდა „ულუკმა-პუროდ“. ეს „ლუკმა-პური“ კი, ხშირად,  მილიონობით დოლარს  შეადგენს!  იგივე ეთიკის,მორალისა და ზნეობის გამო კი, ბევრისთვის ძნელია ამხელა ცდუნებაზე უარის თქმა! ისინი ხომ  წლებია ამით ირჩენენ თავსაც, ოჯახებსაც და არც თუ ხელმოკლედ ცხოვრობენ! რა მნიშვნელობა აქვს ეთიკას, მორალსა და ზნეობას?!

თითქოს „მოჯადოებული წრეზე“ ვტრიალებთ.  ერთი მხრივ- „ევროპული ინტეგრაციისა და ნატოსკენ“ მივილტვით, რაც „ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“, თითქოს, „სექსუალური უცმირესობების“ დაცვას  გვალდებულებს. მეორე მხრივ- ის, რასაც ამ „ენჯეოებ-ცნობადების“ ხელით ეს „ევროინტეგრაციისა და დასავლური კურსიკენ სვლა“  მოითხოვს-ქართული საზოგადოების უმრავლესობაში  დამკვიდრებულ მორალისა და ეთიკის ნორმებს  აშკარად სცილდება?!

გამოსავალი აქაც არსებობს! საზოგადოებისთვის გასაჯაროვებული და გამჭირვალე უნდა გახდეს ბოლო 10-20 წლის მანძილზე შექმნილი ყველა „ენჯეოსა“ და „გრანტოსან-ცნობადების“ შემოსავლების მიზნობრიობა! თუ  „ენჯეოები“, ნებისმიერი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის ქონებრივი შემოსავლებისა და დეკლარაციების გაცნობის „დემოკრატიული უფლებით“ სარგებლობენ,  ამ „ენჯეოებისა და ცნობადების“ საგრანტო  შემოსავლების  მიზნობრიობაზე  ინფორმაციის ფლობის სრული  „დემოკრატიული უფლება“- საზოგადოებასაც   გააჩნია. მითუფრო მაშინ, როდესაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ეს „ენჯეოები“, ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს, (თავიან პოზიციებს აფიქსირებენ, ხელისუფლებასა და პრეზიდენტს მითითებებსა და რჩევებს აძლევენ)  და კანონშემომქმედებით საქმიანობასა და მუშაობაშიც ერევიან ღიად! პარლამენტი, „საქართველოს საკანონმდებლო ორგანო“-მოქალაქეთა „დემოკრატიული და თავისუფალი  არჩევანის“ შედეგად დაკომპლექტებული დეპუტათა კორპუსია.  საზოგადოებისთვის მართალია არაობიექტური, მაგრამ ნაც-ამომრჩველის  რაღაც ხმებით „ვითომ ოპოზიციად წოდებული“ ნაციონალებიც გვისხედან  პარლამენტში.  „ქართულ ოცნებასაც“ მისმა ამორჩეველმა მისცა ხმა. სრულებით გაუგებარია, „რომელი ამომრჩევლის, რა ნდობის  მანდატით“ სარგებლობენ საპარლამენტო სხდომებზე უმნიშვნელოვანესი კანონების მიღებისას „ჩამორიგებული ენჯეოები“?! ყველა თემასა და საკითხზე საზოგადოებისთვის  კომენტარებისა და რჩვების  მიცემის გამო, საზოგადოებაში, მათ „საყველაფრიო ენჯეოებიც“ შეარქვეს. ქართულ საზოგადოებაშიც, მათდამი მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულებაა.

ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ე.წ. „ენჯეოებსა“ და ხალხში „მწამებლების რეჟიმად შერაცხული“ ნაციონალების ინტერესები მუდმივ  თანხვდომაშია. ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ სამხილებლად„ენჯეოებისგან“   ატეხილი „წივილ-კილივილის“ ფონზე,  არავის ახსენდება, მათგან,  ნაცების  9 წლიანი სადისტურ მმართველობზე ამოღებული ხმა და  „დემოკრატიული პროტესტი“! მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებით უარი უთხრა „ნაცმოძრაობას“. ამით კი,  ფაქტიურად,  მის სატელიტ  „ენჯეოებსა და ცნობად-გრანტოსნებსაც“!  აბა, რატომღა უნდა ენდოს ქართული საზოგადოება ნაციონალების იდეების პროპაგანდისტ  „ენჯეოებისა და ცნობად-გრანტოსნების“ ყოველ მოსაზრებასა და მითითებებს?! ნაციონალების მსაგავსად, საზოგადოებისთვის  მიუღებელი ყველა კანონის ლობირებაში, მათაც ხომ ლომის წილი მიუძღვით?!  იქნება ეს უცხოელებზე „ქართული მიწების გასხვისება“, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პარლამენტში ინიცირება, მართლმადიდებლური საწრმუნოების მართლაც დიკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება, „მოსმენების შესახებ კანონი“ და ა.შ.

ბოლო  23 წლის მანძილზე,(ძირითადად რუსეთთან მიმართებაში) მერამდენედ ხდება „ჯაშუშისა და აგენტის (მსტოვრის) ირლიყის“ დაფიქსირება?! მსტოვარი, (აეშაგი)- „ესე არს აეშაგი მომხილავი ქვეყანისა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითართა უცნაურად. აეშაგი, განსმტრობა, იმსტრობა, სამსტოვრო, სტუანვა3, სამსტრო1, [სტობ (სტუ). ჯაშუში]. სტოვარი-მზვერავი, ჯაშუში.“ ჩამოთვლილი კატეგორია, გამოირჩევა მით, რომ „ამ საქმიანობისთვის“ (ჯაშუშობისთვის),ინტერესის ობიექტ ქვეყანაში მუშაობისთვის,  გრანტის მიმღებს- უცხო  ქვეყანა უხდის სოლიდურ დაფინასებას (ხელფასს).  ფინანსების მიმღები „ჯგუფიცა“ დ სუბიექტიც ანაგარიშვალდებულია დამფინანსებლს წინაშე. რაც  დახარჯული გრანტის პერიოდულ  „ მიზნობრივ ანგარიშსა“  და ახალი „დავალებების მიღებასაც“ გულისხმობს. გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის „ენჯეოების წვერი მოქალაქეები“, დავალებებისა და მითითებების შესასრულებლად-  უცხო ქვეყნიდან ფინასდებიან! ზუსტად ისე, როგორც აგენტურა და რეზიდენტურა მუშაობს სხვადსხვა ქვეყნებში! გრანტის მიზნობრიობის გარკვევა კი , (სჩანს, საქართველოსთვის  ამ გრანტების არასასიკეთო  მიზნების გამო) „ამხანაგმა სააკაშვილმა“  იუსტიციის მისტრობის პერიოდში აკრძალა. რის გამოც, ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის გრანტებით დაფინასებული „ენჯეოებსა და  ცნობად-გრანტოსნების“ საქმიანობასა და „მათზე დაკისრებული დავალებების“ შესახებ!!! გრანტების მიმღებებიც, ე.წ. „საზოგადოებრივი ორანიზციები“, ანგარიშვალდებულნი არიან არა ქართულ საზოგადოებასთან, არამედ გრანტის გამცემთან!  არადა, სახელწოდებიდან („არასამთავრობო“, იგივე „არასახელმწიფო“) გამომდინარე, გამორიცხული არ არის, ეს „ანგარიშვალდებულებაც“, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ და  გრანტის გამცემის  ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებოდეს! თუ  „დასავლური ფასეულობებითა და ღირებულებებით“ საზოგადოების ყველა წევრის თანასწორობას ვდეკლარირებთ, საზოგადოების რიგითი წვერის მიერ, ნებისმიერი „უმცირესობის“  მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება ამ წევრის მიმართ „ენჯეოთა და  ცნობად-გრანტოსანთა“  მხრიდან  „დამანაშვის დასჯის“ მოთხოვნის კონსოლიდირებული განცხადების საფუძველი რატომ  ხდება?!  სად არის „არაუმცირესობის წარმომადგენელი წევრის“ (წევრების) უფლებების დაცვა ან ამ „ენჯეოების“, ან „ომბუცმენის“, ან საერთაშორისო ორგანიზაციების  მხრიდან?!  საზოგადოების „არაუმცირესობის წევრების ღირსებისა და პატივის დაცვისას“, არც საერთაშორისო ნორმებით აღიარებული  „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“ და არც  „დემოკრატია“ რატომ არ მოქმედებს?! სადაური „თანასწორობა და სამართლიანობაა“ უმრავლესობის მიმართ  ასეთი დამოკიდებულება?!   საერთოდ, ითვლებიან თუ არა „არაუმცირესობების წევრები“ ადამიანებად  „დემოკრატიულ საქართველოში“?! ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ტერმინ „აგენტის“ ასეთი ინტენსიური დამკვიდრებაც („სოციალური ეგენტი“, „პირადი საგადასახადო აგენტი“, „ბანკის აგნეტი“) ხომ არ არის მიზეზი ქვეყანაში ასე მომრავლებული უცხოეთიდან დაფინასებული „გავლენის აგენტების“ (იგვე ჯაშუშებისა და მსტოვრების) გადაფარვისა?! ან აქამდე, „რუსეთის აგენტებზე“ გაუთავებელი საუბრსას, რატომ არ დადგა „ლუსტრაციის“ ყბადაღებული კანონის მიღების აუციებლობა ?! საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი- რუსეთის (კა-გე-ბეს), თუ აშშ-ს (ცე-რე-უს), თუ კიდევ „რომელიღაც საიდუმლო ორგანიზაციის“  აგენტი იმუშავებს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ?! საქართველო უძველესი დროიდან  „სავაჭრო-საქარავნე აბრეშუმის გზას“ წარმოადგენს. თანამედოვე მსოფლიოში კი, ევრაზიის გასაყარზე მყოფ საქართველოს,  უკვე „ნარკოტრანზიტისა და იარაღით ვაჭრობის“ მნიშვნელოვან გზად რატომ არ გამოიყენებს რომელიმე ქვეყნის „აგენტი, ჯაშუში და მსტოვარი“?!