სამართალი
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ჯუმბერ გ. ქურდობის ფაქტზე ჩოხატაურის რაიონის სოფელ გუთურში დააკავეს.
ბრალდებულმა დაბა ჩოხატაურში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიის სახურავი დააზიანა და შიგნით ფარულად შეაღწია, საიდანაც ბენზოხერხი, პლასტმასის შესადუღებელი ორი უთო, 250 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჯუმბერ გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.