აქტუალური
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა და საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებს შორის შეხვედრა გაიმართა

1-attaSe-aqtual-3საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. აქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეეები ივლიანე ხაინდრავა და თეონა აქუბარდია საქართველოში აკრედიტებულ რეგიონის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის აქტუალური საკითხები: საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები და ა.შ.

შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები  რეგულარულად გაიმართოს.