აქტუალური
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ პენიტენციალურ სისტემაში 2011-14 წლის ჩათვლით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროვებს

1-NPO-aqtual-2საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულთა, გარდაცვლილ პატიმართა, სუიციდის ფაქტების, დისციპლინარული დარღვევების გამო განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ 2011-14 წლის ჩათვლით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროვებს.

თუ 2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა საერთო რაოდენობა 140 შეადგენდა, 2014 წლის მაჩვენებლით, ეს ციფრი 120-ით, 20 ერთეულამდე შემცირდა. რაც შეეხება 2012 წელს, რაოდენობამ 67-მდე, ხოლო 2013 წელს - 25-მდე დაიკლო“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე.

მაღალდაძის განცხადებით, ორგანიზაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქო-სოციალურ პროგრამას ახორციელებს. სტატისტიკურ მონაცემებსა და მსჯავრდებულთა შეფასებაზე დაყრდნობით შესაძლოა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სუიციდის ფაქტის მიზეზს მსჯავრდებულის წამიერი, განსაკუთრებული ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური მდგომარეობა წარმოადგენს და ეს არ არის დაკავშირებული დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ციხეში თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გასაჯაროვდა, 2012 წლის ბოლოს - 25, 2013 წელს - 60, ხოლო 2014 წელს 33 თანამშრომელი გათავისუფლდა.