აქტუალური
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას პაატა ხიზანაშვილი დაიკავებს

1-khizana-aqtual-1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ახალდანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.

2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა დათავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.