საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ“

1-Control-sazog-3საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და საჭიროების შემთხვევაში, მის დარეგულირებაში ეროვნული ბანკი ჩაერევა.