პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ჩარნეცკისთან გამართა შეხვედრა
საქართველო, 19 დეკემბერი,
საქინფორმი. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ.
რიჩარდ ჩარნეცკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
მხარეებმა ყურადღება იმ რეფორმებსა და ვალდებულებებზეც გაამახვილეს, რომლებიც ქართულმა მხარემ ასოცირების შეთანხმების მიხედვით უნდა განახორციელოს. ასევე აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია.