პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

1-Europarl-polit-2საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. სტრასბურგში სახელმწიფოს მეთაურმა  პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან გამართა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და ამ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები, რაც აისახება კიდეც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. ქვეყნის პირველი პირი დღესვე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკისა და ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოს თემაზე ანდრეს მამიკინსს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში პრესკონფერენციასაც გამართავს და ქართული და უცხოური მედიის შეკითხვებს უპასუხებს.