პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია“

1-ratifik-pol-1-an-3საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი ამ ფაქტს მიესალმება და მოსახლეობას ისტორიულ თარიღს ულოცავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, იმის გამო, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრებოდა, მთავრობამ ევროპარლამენტში საქართველოს წარმოდგენის თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა ხელშეკრულების რატიფიცირების დღეს. მე ვთხოვე თამარ ბერუჩაშვილს, გაჰყოლოდა პრეზიდენტს და ხელშეკრულების რატიფიკაციას ისინი დღეს ერთად დაესწრებიან“, - აღნიშნა პრემიერმა.