უცხოეთი
ქართული წარმოშობის ბიზნესმენმა მოსკოვში თავი მოიკლა

1Biznesmen-zar-3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვის სასტუმრო „ნაციონალში“ სამშაბათს საღმოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქართული წარმოშობის 68 წლის რუსმა ბიზნესმენმა ივანე შერვაშიძემ, - იუწყება გამოცემა LifeNews.
სუიციდამდე მამაკაცი ცოტა ხანს კორიდორებში დადიოდა. მას ჩანთა და პაკეტი ეჭირა, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, იტალიური წარმოების 9-კალიბრიანი პისტოლეტი „ლიუგერი“ იდო. კუთხეს როგორ კი მოეფარა, თვითმკვლელმა პისტოლეტის ლულა პირში ჩაიდო და ჩახმახს ხელი გამოკრა“, - იუწყება LifeNews.

სროლის ხმაზე გამოცვენილმა სასტუმროს მობინადრეებმა და ოტელ „ნაციონალის“ პერსონალმა პოლიციას გამოუძახეს. გვამის დათვალიერებისას ოპერატიულმა მუშაკებმა აღმოაჩინეს სიკვდილისწინა ბარათი, სადაც შერვაშიძე ითხოვდა, მისი ფერფლი შავი ზღვის თავზე მიმოებნიათ. ასევე, მამაკაცს აღმოუჩინეს დოკუმენტები და ანდერძის ბლანკი.

LifeNews-ის ცნობით, ბიზნესმენმა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის გაყიდვის ფირმას ედგა სათავეში, ქონება ახლობლებს წინასწარ გაუნაწილა.

გამორიცხული არ არის, რომ სუიციდის მიზეზი ფსიქოლოგიური დაძაბულობა ყოფილიყო“, - იუწყება ზოგიერთი მედია.

სამშაბათს, შუადღეს, ევროს კურსი მოსკოვის ბირჟაზე 100 რუბლს აღწევდა, დოლარი კი 80 რუბლამდე გაძვირდა.