სამართალი
სასტუმრო „რედისონში“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

1Redison-samart-2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ სასტუმრო „რედისონში“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ამერიკის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების შექმნა.

სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრაქტიკოსი პროკურორების, ადვოკატების, მოსამართლეების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან შედგება, მუშაობას 2015 წლის აგვისტოში დაასრულებს.