სამართალი
სასამართლომ პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

1Sud-samart-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავებაში ბრალდებულები: შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორების  განყოფილების უფროსი-გამომძიებელი გელა ნაროუშვილ და მოქალაქე ოთარ მოვსესიან დამნაშავედ ცნო. სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანის დახმარებით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი სერგო ჩაჩიბაია უკანონონოდ დააკავეს (ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე).

ამჟამად გელა ნაროუშვილი და ოთარ მოვსესიანი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე გამოცხადებულია ძებნა.