აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართა სემინარი „კიბერუსაფრთხოება, როგორც ერთიანი პასუხისმგებლობა. საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები“

1Kiber-aqtual-2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ტრენინგი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის კიბერუსაფრთხოების თემაზე თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა გახსნა. სემინარის მონაწილეებს - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სტრატეგიული დონის ხელმძღვანელ  პირებს სიტყვით კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა სვეინ ამუნდსენმა მიმართეს. მათ საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებასა და ამ კუთხით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივ ძალისხმევაზე გაამახვილეს ყურადღება.

სემინარი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.