აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“: „დაუყოვნებლივ შეწყდეს საყდრისის ბარბაროსული ნგრევა!“

1Varvar-aqtual-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებების საფუძველზე (N03/266 დაN2/271), კომპანია „RMG-გოლდ“-მა საყდრისში სამუშაოები განაახლა.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ხელისუფლებას: ვინაიდან კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღეს ქართული საზოგადოების, ეკლესიის და სამოქალაქო სექტორის მოთხოვნების სრული იგნორირების ფონზე - დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისის კულტურული ძეგლის ბარბაროსული ნგრევა და მოხდეს საკითხის ხელახლა შესწავლა“.