საზოგადოება
კახა კალაძე: „ახლო მეგობრები ვოლსკი და სააკაშვილი საშობაო არდადეგებს ერთად გაატარებენ"

1Kanikuli-sazog-2-mtსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების სურვილი "სახალხო პარტიამ", კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ გამოთქვა. როგორც კალაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვოლსკი სააკაშვილის ძალიან ახლო მეგობარია.

 რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ესწრებიან ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კალაძემ განმარტა, რომ დასწრების საკითხი არის პარლამენტის პრეროგატივა, შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული. თუმცა, უსუფაშვილი ლიტვაში მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ღონისძიებას სხვა წარმომადგენელი დაესწრება.

1Kanikuli-saz-2-qv