უცხოეთი
ალიევის თქმით, პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან, ამიტომ მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხვას არ შეუძლია.
„ამ დროისათვის Tanap გათვალისწინებულია „შაჰდენიზის“ საბადოს დამუშავების მეორე სტადიისათვის. გამძვები სიმძლავრე შესაძლოა გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ „აბშერონის“ საბადო“ ექსპლუატაციაში ჩაბარდება 2021 წელს და გაიზრდება მოპოვება. მომავალსი აღნიშნული გაზსადენის გამშვები სიმძლავრე შესაზლოა გაიზარდოს 35 მლდ კუბ/მ-მდე, ზოგი გათვლით კი 65 მლრდ კუბ მ/მდე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს საკითხი სურვილით არ წყდება. ამისათვის საჭიროა რესურსები, გაზის მოცულობები. ამაზე საუბარი დღეს არასერიოზულია“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 დეკემბერს განაცხადა პროექტ „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერების შესახებ, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა.