უცხოეთი
ბერლინი: მრავალათასიანმა დემონსტრაციამ ნატოს დაშლა მოითხოვა

1Berlin-ucx-1-anსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან მეგობრობა, გერმანიიდან ამერიკის ჯარების განდევნა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაუქმება მოითხოვეს ბერლინში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეებმა. გერმანელთა კოლონებმა მსვლელობა მოაწყვეს საპრეზიდენტო სასახლემდე - იტყობინება ტელეარხი PressTV.

რუსეთი ჩვენი მეგობარია, რუსი ხალხი ჩვენი მეგობარია და არ გვსურს მათტან ომის მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ გვინდა მშვიდობა ევროპაში, რუსეთი კი ევროპის ნაწილია“, - განაცხადა დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მიტინგის ორგანიზატორი იყო „მოძრაობა მშვიდობისათვის“, რომელიც სულ უფრო მეტ ძალებს იკრებს გფრ-ში. მომიტინგეთა თვალსაზრისით, აშშ-ის მიერ განსაზღვრული ნატოს პოლიტიკა დაძაბულობის ესკალაციას იწვევს და შესაძლოა ევროპაში ომის დაწყებაც გამოიწვიოს.