სამართალი
არასრულწლოვანმა გოგონამ თავდამსხმელი მამაკაცი მოკლა
1Smert-samart-3საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ ცივი იარაღით შუახნის მამაკაცი მოკლა. როგორც შსს-ში განაცხადეს, არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. უწყებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.