საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ორი კანდიდატურა წარუდგინა
საქართველო, 17 დეკემბერი,
საქინფორმი. ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა წარადგინა
ნინო თათრულაიძისა და
დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურები.
რაკიღა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 ნოემბერს წარდგენილ ორ კანდიდატს - ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს მხარი არ დაუჭირა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, პარლამენტს წარედგინა იმავე კონკურსში მონაწილე ორი სხვა კანდიდატურა.
შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში უკვე გაიგზავნა.