საზოგადოება
ინგა პავლოვა, სააკაშვილის რჩევით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

1Pavlova-sazog-3საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ახალ ზელანდიაში მცხოვრები ინგა პავლოვა, რომელიც საკუთრ თავს ბიძინა ივანიშვილის პირველ მეუღლეს უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა მასზე პარიზში 1991 წელს იქორწინა, საკუთრი სახელით ინტერნეტპორტალ YouTube-ზე თითქმის 9-წუთიან ვიდეო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ივანიშვილზე, მასთან ურთიერთობაზე და მის პოლიტიკურ მოღვაწობაზე საუბრობს (იხ. ვიდეო, სადაც იგი სავარაუდოდ, სააკაშილის მიერ წინასწარ მომზადებულ ტექსტს კითხულობს, თუმცა, გამუდმებით ეშლება თავისი „ყოფილი ქმრის“ გვარი).
ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს და სტანისლავ პოლიაკოვს, მისი პირადი დოკუმენტების უკანონო და ანგარების მიზნით გამოყენებისთვის, სასამართლოში უჩივის და კომპენსაციას სთხოვს.

აღნიშნული ვიდეო youtube-ზე ინგა პავლოვას სახელით 2014 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნდა.