საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, სააკაშვილს ცხოველების ფერმა წაუღეო…“

1Dvor-sazog-2საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ს წამყვანი ოლგა ბაბლუანი სოციალურ ქსელში გადაცემის ეპიზოდს ავრცელებს. გადაცემის სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია (ვიდეო იხ. აქ), რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას „1984“ და "ცხოველების ფერმა" შეესატყვისება.

1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. Скотный двор, მე მგონი, ცხოველთა ეზო რომაა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია. მახსოვს, სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი იყო და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო. მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათა შორის, მართალი გამოდგა. მარკ ტვენის "გუბერნატორის არჩევნები" დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას, საუბედუროდ. ახლა ნიცშეს ვკითხულობ. ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ. მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები. მე დაწერას ვაპირებ, და რომ არაფერი ავიღო ზედმეტად ან არ აცდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.