პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენ კოლეგას შეხვდა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია

1ASxabad-pol-1-mtსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი.  ქართულმა და თურქმენულმა მხარეებმა ერთობლივ დოკუმენტებსაც მოაწერეს ხელი და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ამით კიდევ უფრო განვამტკიცეთ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანი იყო ის ხედვა, რომელიც აქვს როგორც თურქმენეთის ხელმძღვანელობას, ისე საქართველოს - ხედვა, რომელიც ევრაზიის რეგიონში თანამშრომლობის და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს მოიცავს. ჩვენ ვილაპარაკოთ იმ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ფუნქციაზე, რომელიც აქვს საქართველოს, როგორც კასპიის ზღვის ქვეყნებისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელ ქვეყანას. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნეთ ის, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ვიზიტით და იმ ოთხი ხელშეკრულებით, რომელსაც აქ მოეწერა ხელი, გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და მივეცით კიდევ ერთი იმპულსი ქართულ-თურქმენული ურთიერთობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1aSxabad-polit-1-qvem