ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი მიხეილ ძაძამია 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს
საქართველო, 16 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,
ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი
მიხეილ ძაძამია 21 მარტს დააკავა.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ.ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი... მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით", - ნათქვამი იყო პროკურატურის 21 მარტის განცხადებაში.