საზოგადოება
ჰიბრიდული სიმინდი წყალტუბოში 517 ჰექტარზე დაითესება

simindiსიმინდის წარმოების ზრდის ხელშეწყობის პროგრამაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთო. პროგრამის მიზნები, ამოცანები და მასში მონაწილეობის პირობები  მოსახლეობას გააცნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა, პასუხისმგებელმა მუშაკებმა, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებმა.

შეხვედრებზე ისაუბრეს სიმინდის ჰიბრიდის  უპირატესობებზე, კარგ მოსავლიანობასა და გვალვაგამძლეობაზე, სახამებლისა და ცილის მაღალ შემცველობაზე, იმაზე, რომ ჰიბრიდი არ წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტს.

დაიწყო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციაც. ამ ეტაპზე 1020 წყალტუბოელი მზადაა, შეისყიდოს 10328 კილოგრამი  სიმინდის ჰიბრიდის თესლი. შესაბამისად,   ასეთი სიმინდი 517 ჰექტარზე დაითესება.

სიმინდის ჰიბრიდის თესლის შესყიდვის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.