რელიგია
ილია მეორე: „ღვთის ძალით და ღვთის მადლით უნდა გაეხსნას ადამიანს გონება, რომ იცნოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება“

1Bog-saz-3-rel-2საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. 14 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ადამიანი მივიდა მაცხოვართან და ჰკითხა: რა უნდა გაააკეთოს იმისათვის, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი. მაცხოვარი ეუბნება მცნებე: პატივი ეც მამასა შენსა და დედა შენსა; არა იპარო; არა იმრ. მან კი უპასუხა, რომ ამ ყველაფერს იცავდა. შემდეგ მაცხოვარმა უთხრა: მაშინ წადი, გაყიდე შენი ქონება და მე შემომიდექო. სახარებაში წერია: წავიდა ეს კაცი მისგან მწუხარე, რადგან ფრიად მდიდარი იყო და დაენანა თავისი ქონება.

ასეა, ეს ცხოვრება ჭრელია. სად არის საუნჯე და სად არ არის, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე, ძალიან ძნელი გასარჩევია”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქი ქადაგებისას საყდრისში მომხდარი აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს”, – ბრძანა პატრიარქმა.