საზოგადოება
„თავისუფალი თაობის“ საპროტესტო მიმართვა ინგა გრიგოლიას

1Grigol-sazog-1საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდული ორგანიზაცია თავისუფალი თაობა მიმართავს ტელეჟურნალისტს ინგა გრიგოლიას:
ქალბატონო ინგა,
პირველ რიგში გვინდა დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა,  თქვენი ჟურნალისტური პროფესიონალიზმიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ ყურადღებას ყოველთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებთ, მაგრამ გაუგებარია თუ რატომ იწვევთ სტუდიაში ისეთ ადამიანებს,რომლებიც უდავოდნაციონალური მოძრაობისმიერ კონტროლირებული ორგანიზაციები არიან, ადამიანებს რომელთაც საკუთარი აზრიც არ გააჩნიათ და სხვის მიერ ფურცელზე დაწერილი ტექსტებით ხელმძღვანელობენ,მათ სიბლუზე რომ არ ვილაპარაკოთ ბოლო რამდენიმე გადაცემაც ნათლად აჩვენებს მათ ინტელექტუალურ განვითარებას.
ხოლო იმ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს , რომლებიც მართლა დაინტერესებულნი არიან ქვეყნის კეთილდღეობით,რომლებიც თავიანთ მიუკერძოვებელ აზრს აფიქსირებენ არ აძლევთ საშუალებას არათუ მიიღონ მონაწილეობა თქვენს გადაცემაში, არამედ დასწრების საშუალებაც კი არ ეძლევათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისგან განსხვავებით ჩვენ  ახალგაზრდულ ორგანიზაცია თავისუფალ თაობას არ გვრთავთ ნებას დავესწროთ თქვენი გადაცემის მსვლელობას, პირდაპირ ეთერში , გვსურს გავიგოთ თუ რატომ იქცევით ასე, მაშინ როდესაც  თქვენს გამოსვლებში დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის მომხრე ბრძანდებით, იქნებ არის რაღაც, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაკავშირებთ და ამითაა გამოწვეული ჩვენი დაბლოკვა თქვენს გადაცემაში.

პატივისცემით,
„თავისუფალი თაობა“